განკაცება

განკაცება
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დროს მამა ღმერთმა სულიწმინდა გარდამოუვლინა ქალწულ მარიამს და მან მუცლად იღო ღვთის მარადიული ძე (ლუკა 1:35). ასე რომ, ღვთის განკაცება სამების ნამოღვაწარია. მამა ღმერთმა გარდამოავლინა სულიწმინდა, რათა მას განეხორციელებინა ქალწულის მუცელში ძე ღვთისას ყოფნა. განკაცება არა მხოლოდ სამების მოღვაწეობის შედეგია, არამედ ქალწულ მარიამის თავისუფალი ნებისაც. ღმერთი ელოდებოდა მის ნებაყოფლობით თანხმობას, რაც ქალწულის სიტყვებში გამოიხატა: ,,აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე ნებისაებრ შენისა“ (ლუკა 1:38).
Source: ეპისკოპოსი კალისტე უეარი, მართლმადიდებლობის გზა/ არჩევანი №5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»